0 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ცოლად შერთვის მიზნით 23 წლის გოგო გაიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა - დაკავებულუა 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ. პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა.  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:40

    შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირია დაკავებულ...

    მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც 10 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრელებს. უწყების ცნობით, დ...

  • 15:47

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვი...

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძ...

  • 15:17

    10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას და ა...

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. აღნი...

  • 13:36

    ქარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 ძმ...

    პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,...

  • 12:28

    მამაკაცი, რომელსაც სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მე...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვი...

  • 16:08

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგა...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე ...

  • 12:06

    პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებიც საზღვარგარეთ მყო...

    სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უ...