„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
|
ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ბრენდის პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც აკუმულატორის შერჩევა ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის არის შესაძლებელი.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აპრილის თვეში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ონლაინ შეძენის შემთხვევაში - 30%-იანი.
Energizer-ი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აკუმულატორებს უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აწარმოებს. ამერიკული ბრენდის პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით. Energizer-ის ბრენდი კომპანია CLARIOS-ის დაქვემდებარებაშია და მისი აკუმულატორები იმავე ქარხანაში მზადდება, რომელშიც VARTA-ს ბრენდის პროდუქცია, რაც ხარისხის, გამძლეობისა და წარმოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტია.
ანა იობიძე, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი: „Energizer აკუმულატორების წარმოებისას Stamped grid technology-ს იყენებს. ეს არის ტყვიის ფირფიტების წარმოების უნიკალური ტექნოლოგია. ჩვეულებრივი ტყვიის ფირფიტების წარმოების პროცესისგან განსხვავებით, Stamped grid technology-ს შემთხვევაში, ნაკლები ენერგია გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს. ასევე გაძლიერებულია კოროზიისგან დაცვა და გახანგრძლივებულია ექსპლუატაციის პერიოდი.
Energizer აკუმულატორებს მოწინავე AGM და EFB ტექნოლოგიით აწარმოებს. AGM (Absorbent Glass Mat) ტექნოლოგია განკუთვნილია START-STOP სისტემით აღჭურვილი და ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა (Bluetech და სხვა) ძრავების მქონე ავტომობილებისათვის.
დღესდღეობით თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია Start-Stop სისტემით, რაც უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლები CO2-ის გამოყოფას. Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილები საჭიროებენ AGM და EFB ტექნოლოგიით წარმოებულ უახლესაკუმულატორებს, რასაც სწორედ Energizer გვთავაზობს“.
AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვსკლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას, ჰერმეტული კონსტრუქცია საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს, თუნდაც ავტომობილის სალონში.
რაც შეეხება EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგიას, რისი საშუალებითაც ვიღებთ აკუმულატორს თხევადი ელექტროლიტით - მისიმთავარი მახასიათებლები ის არის, რომ უძლებს უფრო მეტ ღრმა განმუხტვას, ვიდრე კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორები, აქვს გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, გამოირჩევა დამუხტვის მოკლე პერიოდითა და პროდუქტიული მუშაობითექსტრემალურ ტემპერატურულ რეჟიმში.
Energizer-ის საქმიანობა 1896 წლიდან იწყება, როცა კომპანიაში პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან სთავაზობს ის მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციას, გარემოზე ზრუნვის სტანდარტების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბრენდის აკუმულატორებზე თეგეტაში უსასრულო გარანტიავრცელდება, რაც გულისხმობს, იმას რომ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება.
ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია აკუმულატორის ამპერაჟზე.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელო...
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალია...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. თიბისიმ აღიარება შემდე...
კომენტარები