1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სტიქია სამეგრელოში - უმძიმესი მდგომარეობა ხობში და აბაშაში

გადაუღებელი წვიმის შედეგად სტიქია მძვინვარებს სამეგრელოში.

სენაკი აბაშის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები. წაღებულია ხიდები. დატბორილია ხობის ცენტრალური საავადმყოფო, ავადმყოფები ზუგდიდის კლინიკაში გადაჰყავთ. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც. 

"სტიქიის შედეგად დაიტბორა 3 ოჯახი. ეს მდგომარეობაა სულ, როდესაც წვიმს და მდინარის სათავე დიდდება, ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემაა. 4-5 ოჯახში პირველი სართულები სულ დატბორილია. საშიშროებაა რომ კიდე მოიმატებს მდინარე, ამას სჭირდება დროული ყურადღება"-  ადგილობრივები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და უყურადღებობაზე საუბრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები