1 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,გადასხმას ვერ გავუკეთებთ, ჩუტყვავილა აქვს და ოთახში ვერ შევიყვანთო.. გულგრილად მიიღეს,დედას ჩააკვდა ხელში" - გორში 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილას ინფექციით გარდაიცვალა

გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ინფექციით გარდაიცვალა. 

"ჩუტყვავილა ჰქონდ და დამძიმდა.როგორც ყოველთვის "გორმედში" გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში, მაგრამ ვერ ჩავუსწარით, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს ან საერთოდ რამე გაკეთდეს. გადასხმას ვერ გავუკეთებთ, ჩუტყვავილა აქვს და ოთახში ვერ შევიყვანთო, ხო შეიძლება ბავშვს მისაღებში ან სადმე გაუკეთდეს გადასხმა, თუ გულგრილი არ ხარ"- ამბობს ბავშვის მამიდა, მარიამ წიქარიძე. 

თავის მხრივ "გორმედი" ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ პედიატრიულმა განყოფილებამ ოჯახს ბავშვის სტაციონარში განთავსება შესთავაზა, თუმცა ოჯახმა კლინიკა თავად დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები