,,ისინი არიან თაღლითები” - კალაძე სენატორების გრიტ...
სენატში გაკეთებული მძიმე გზავნილების მოსმენის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკა ქვეყნის მტრადდ გამოაცხადა და განმარტა, რომ თაღლითები თავად სენატორები არიან. "ვინც საუბ...
|
ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია, რომ მათგან არცერთს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა არ ჰქონდა, - ამის შესახებ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც სპორტულ ცენტრ "იმედში" მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, საქალაქო სამსახურის დაკვეთით "ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა” და “მულტიტესტმა” ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა , რაც ადასტურებს, რომ აუზში წყლის მდგომარეობა ნორმაშია.
გვილავას თქმით, მწვრთელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, რადგან ალერგიულია.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ აღნიშნული ფაქტის მოკვლევა მოხდა. ვიდეო, რომელიც გაავრცელეს მასში ნამდვილად არ ჩანს, ვინმე ქლორს წყალში ყრიდეს იმ დროს, როცა ბავშვები სპორტულ კომპლექსში და საცურაო აუზში არიან. რეალურად, ამ დროს წყლის სინჯის აღება ხდება. ეს ვიდეო ძველია და ზაფხულის დროინდელია. რაც შეეეხება წყლის მდომარეობას, მას შემდგომ სოციალურ ქსელში რაც ეს ამბავი გავრცელდა, სწრაფი ტესტებით იმ დღესვე მოხდა წყლის სინჯების აღება და ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ დავუკვეთეთ სრულყოფილი კვლევა შესაბამის კვლევით ორგანიზაციებს, ეს გახლავთ "ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი” და „მულტიტესტი”, სადაც საუბარია, რომ წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობითაც წყალი და მისი ქიმიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირველ რიგში, ჩვენ მოვიკვილეთ, რამდენად სწორი იყო ინფორმაცია. არცერთ კლინიკაში ბავშვებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფო- სამედიცინო დახმარებაში ზარი არ ფიქსირდება. რაც შეეხება მწვრთნელს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი არის ალერგიული. სამედიცინო წრეებში თუ მოიკითხვთ მიხვდებით, რომ ხშირია ასეთი ადამიანების შემთხვევა, როცა ადამიანი ალერგიულია, მას შეიძლება განუვითარდეს მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრას, ეს ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია რომ მათგან არცერთს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის”,- განაცხადა გვილავამ.
ის ადასტურებს, რომ ბავშვების მშობლებს შეხვდა.
„შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ, ჩავიწერეთ პრობლემები, დავპირდით, რომ ჩატარდებოდა ლაბორატორიული კვლევები. ასევე სხვა რიგი პრობლემები თუ იყო, დავპირდით, რომ ეს საკითხები მოგვარდებოდა”,- განაცხადა გვილავამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მშობლის ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლა. მშობლები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.
სენატში გაკეთებული მძიმე გზავნილების მოსმენის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკა ქვეყნის მტრადდ გამოაცხადა და განმარტა, რომ თაღლითები თავად სენატორები არიან. "ვინც საუბ...
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წ...
კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა ...
სიტყვა "არასამთავრობო ორგანიზაცია" არის "watch dog"-ი, ანუ "მაყურებელი ძაღლი", რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ რაიმე დაშვება ხდება გადაცდომის. რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან...
დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთ...
„ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც გვესმის და ბოლო დროს გამოიყენება. საკმაოდ განსაცვიფრებლად მიმაჩნია, რომ ის აშშ-სთან მიმართებაში ვრცელდება. არავის სურს, რომ ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა...
თქვენ ყველანი თვალყურს ადევნებთ საქართველოს და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პროდასავლურია, ის, რაც მთავრობის დონეზე ხდ...
კომენტარები