1 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაბუნია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა.. უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შემოსულა

ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი  და კლინიკა „ვივამედი“ სრულად მართავენ სიტუაციას, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კლინიცისტების მობილიზების კუთხით შეფერხება არ არსებობს.

„ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავენ სიტუაციას.

ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურს.

კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა, რომ ჩაერთოს ის, ვინც როდის იქნება საჭირო. არანაირი შეფერხება არ არსებობს. როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე. ახლა ამის მოთხოვნა აღარაა“, – განაცხადა თამარა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები