0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლია" - კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი - მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები