0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა – აზოვის ბატალიონი

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს – აღნიშნულ ინფორმაციას Unian-ი აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ წუთებში დგინდება ზუსტად, თუ რა  ნივთიერება გამოიყენეს რუსებმა მარიუპოლში.

უცნობი ნივთიერებით მოწამლულ უკრაინელებს სუნთქვის უკმარისობა,  ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ.

  • “დაახლოებით 1 საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდგე მარიუპოლში მომწამვლელი უცნობი ნივთიერება გამოიყენეს. რაშისტებმა ის უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს”, – ამბობენ აზოვის ბატალიონში.

აზოვის ბატალიონის მეთაური, ანდრეი ბილეცკი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლში ნიშნავს მხოლოდ ერთს, “რუსებს არ შეუძლიათ მარიუპოლის და უკრაინელი დამცველების აღება, ამიტომ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის გამოყენებისა”.

  • “მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსებს არ შეუძლიათ მარიუპოლის და უკრაინელი მცველების აღება. და მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის გამოყენებისა. ეს არ არის ძალის დემონსტრირება – ეს არის სისუსტე ” – აცხადებს, აზოვის ბატალიონის მეთაური ვიდეოში,  რომელიც ტელეგრამზე ვრცელდება.

Unian-ი  InformNapalm-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა ადგილზე “ზარინი” გამოიყენეს, რომელიც აკრძალული  ქიმიური იარაღია.  აღნიშნული ნივთიერება, სირიაში გამოიყენეს. კერძოდ, 2017 წელს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ნივთიერება მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს, რასაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ 9 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. იუწყებიან, რომ დვორნიკოვმა მნიშვნელოვანი საომარი გამოცდილება მოიპოვა სირიაში რუსეთის ჯარების ხელმძღვანელის რანგში. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, ჯენ საკის განცხადებით სწორედ გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვია პასუხისმგებელი იმ „საშინელებებზე, რაც ჩვენ ვნახეთ სირიაში“. 

ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული „ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციც აწერს.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზარინის გამოყენების შემთხვევაში:

  • გაიხადეთ ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი მოათავსეთ დახურული პარკში;სხეულის
  • დაზიანებული მონაკვეთები დაიბანეთ წყლით (საპნის გამოყენების გარეშე);
  • შეძლებისდაგვარად გაეცალეთ იმ ზონას, სადაც ზარინი იქნა გამოყენებული.

ზარინს არ აქვს ფერი და სუნი, ამიტომ მისი დანახვა და სუნის შეგრძნება შეუძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები