0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ქალაქის მერის თქმით, კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ქალაქის მერის, ალექსანდრე გონჩარენკოს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 10 ბავშვია.

"ეს, დილის 10:30 საათზე, დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც 4000 ადამიანი გვყავდა რკინიგზის სადგურზე, რომლებიც პირველ მატარებელს ელოდნენ", - განაცხადა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ ავიაიერიში განხორციელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები