0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ - იმნაძე „ომიკრონით“ რეინფიცირებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, რამდენად არის „ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების შემთხვევები, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები უკვე აღწერილია.

„ძალიან საინტერესო კითხვაა. სამწუხაროდ, ეს შემთხვევები უკვე აღწერილია. საქართველოში „ომიკრონის “ პირველი შემთხვევები დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა და ამიტომ ჩვენთან „ომიკრონის“ რეინფიცირება არ აღგვიწერია, მაგრამ „ომიკრონით“ დაინფიცირება, ვისაც კორონავირუსის სხვა ვარიანტები ჰქონდა გადატანილი, საკმაოდ ხშირია.

„ომიკრონით“ რეინფიცირება სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო გავრცელება,  უკვე აღწერილია.

ჩვენ ხომ ვიცით, „ომიკრონის“ 2 ვარიანტი „დადის“ ძირითადად, შეიძლება პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ, ეს სხვა ქვეყნებში სამწუხაროდ უკვე აღწერილია“. – აცხადებს იმნაძე.

მისივე ინფორმაციით, „დელტა“ შტამით რეინფიცირების ძალიან მცირე შემთხვევებია.

„დელტა“ ვისაც გადატანილი აქვს, იმას „ომიკრონი“ ემართება. „დელტა“ მეორედ ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეს ნაკლებად ხდებოდა ხოლმე.

იშვიათად მაგრამ ხდებოდა ხოლმე. 100 %-იანი სამწუხაროდ არაფერი არაა მედიცინაში და ბიოლოგიაში.

მაგრამ „ომიკრონის“ გადატანის შემთხვევაში „დელტათი“ დაინფიცირება რამდენად შეიძლება დაფიქსირდა, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სამწუხაროდ ამის შესახებ კვლევები არ გამოქვეყნებულა“, – აღნიშნა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები