მსოფლიო
პირს, რომელსაც ლექსო ლაშქარავასთვის ჰეროინის მიყიდვაში ადანაშაულებენ, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
2021-07-19 11:03:02
პირს, რომელსაც ლექსო ლაშქარავასთვის ჰეროინის მიყიდვაში ადანაშაულებენ, დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. 34 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ფონიჭალაში გუშინ აიყვანეს. ჩატარდა ჩხრეკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები