მსოფლიო
22 წლის სტუდენტი ეკლესიაში მოკლეს
2020-05-31 22:37:28
ნიგერიაში 22 წლის სტუდენტი უვავერა ომოზუვას ეკლესიაში მოკლეს.
ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.
კომენტარები