0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მალხაზ კობაური სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. 


„მიმდინარეობს იმის გამოკვლევა, თუ რამდენად არის მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელი. აღნიშნულ კვლევას ჩვენც ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მალხაზ კობაური არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ, დადასტურდება, რომ მალხაზ კობაური ჯანმრთელია და მას არ შეეძლო ასეთი სისატიტიკის დანაშაულის ჩადენა“, - განაცხადა კობაიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები