0 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, მონა ლიზას ძვლებს მიაკვლიეს

ჩამოტვირთვა

არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცობილი ნახატის, მონა ლიზას, საიდუმლო ამოხსნეს. ფლორენციაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სპეციალისტების ჯგუფმა ქალის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა, რომელიც მათი თქმით, ლიზა ჟერარდინის ეკუთვნის, ქალს, რომელიც ლეონარდო დავინჩის ცნობილი ნამუშევრის შექმნისთვის პოზირებდა. ლიზა ჟერარდინი იყო ვაჭარ ფრანჩესკო ჯოკონდას მეუღლე. იტალიაში მონა ლიზა ჯოკონდას სახელით არის ცნობილი. არქეოლოგებმა მონა ლიზას ნეშტის სავარაუდო ადგილას კვლევები დაიწყეს და მდედრობითი სქესის ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს, ამიტომ მიიჩნიეს რომ ეს სწორედ ჯოკონდას გვამი იყო. არქეოლოგებს საბოლოო დასკვნის გამოტანა უჭირთ. ეკუთვნის თუ არა აღმოჩენილი სხეულის ნაწილები ჯოკონდას, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაიკვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები