1 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

ბორჯომ-ბაკურიანის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე:

 

ბაკურიანი: დაბა ბაკურიანის, აღმაშენებლის 1.18-ში მდებარე მარკეტში.

 

ბორჯომი:  თიბისის ფილიალში და ბორჯომში არსებულ მარკეტში, მისამართზე - მესხეთის ქუჩა #5.

 

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

 

შეღავათი ბაკურიანში TBC ბარათებზე

 

მგზავრობის საფასური ბაკურიანში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სკოლის მოსწავლეებზე,  დღეში 4-ჯერ უფასო არის მგზავრობა. იმისათვის რომ მოსწავლემ შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

პერსონალური ბარათები

 

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (ნულოვანი ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები