თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი ქართული მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით.
კვლევის საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები - თანამშრომლების კეთილდღეობა; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; უსაფრთხოება. თითოეულ მიმართულებაზე შემუშავდა სტრატეგიული გეგმები, რომელთა განხორციელებას კომპანია 2030 წლამდე პერიოდში აპირებს. დოკუმენტის პრეზენტაცია „თბილისის ციფრულ სივრცეში“ გაიმართა.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობად მიგვაჩნია. თეგეტასთვის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული მსხვილი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით CSR სტრატეგია შეიმუშავა. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანიისა და მის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო ბიზნესმოდელი“.
გრძელვადიანი სტრატეგია კვლევის საფუძველზე მომზადდა. გამოიკითხა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის ჰოლდინგის ის თანამშრომლები, რომელთა უშუალო ჩართულობაც აუცილებელი იქნება სტრატეგიის განხორციელებისთვის. განისაზღვრა „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზეგავლენები. გამოვლინდნენ დაინტერესებული პირები, გამოიკვეთა კომპანიის CSR საქმიანობის ძლიერი მხარეები, ნაკლოვანებები და გაუმჯობესების პოტენციური სფეროები. განისაზღვრა კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, გრძელვადიანი მიზნები, ამოცანები და სტრატეგიის საზომი ინსტრუმენტები.
კომპანიის ხედვასთან ინტეგრირებული CSR სტრატეგია მოწვეულ სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა წარუდგინეს.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ამ ერთგვარ გზამკვლევში თავმოყრილია ჰოლდინგის საყრდენი ღირებულებები, ის მიზნები და ამოცანები, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებასა და განვითარებაში გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ პროექტს, ეს პროცესი ერთ სისტემაში არ იყო მოქცეული. საჭიროებამ მოიტანა მიმართულების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მდგრადი განვითარების პროექტებზე. ამ პროცესების ეფექტიანი მუშაობისთვის კი აუცილებელი იყო მისი დოკუმენტირება. სტრატეგიის შემუშავება ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. მასზე საკონსულტაციო სააგენტოსთან CSR Agency-სთან ერთად ვიმუშავეთ და დიდი მადლობა მათ ამ ძალისხმევისათვის. შედეგად მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის სრულყოფილი დოკუმენტი.
ბოლო პერიოდის განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ. დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განვახორციელეთ და CSR ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ“.
CSR სტრატეგიის პრეზენტაციასთან ერთად, „თბილისის ციფრულ სივრცეში“ „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. ღონისძიებისათვის ლოკაცია საგანგებოდ შეარჩიეს, სტუმრები ციფრულ ექსპოზიციაზე მიიწვიეს და 2022 წელს განხორციელებული პროექტები პროექციის სახით წარუდგინეს.
2022 წელი ჰოლდინგმა ზრუნვის წლად გამოაცხადა. შეიქმნა ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care, სადაც ის ორგანიზაციებია გაერთიანებული, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ მხარდაჭერა. პლატფორმის დონაციებით 100 000-ზე მეტი ლარი შეგროვდა.
2022 წლის განმავლობაში, „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მდგრადი განვითარების საერთაშორისო იდეასა და მიზნებს პასუხობს.
თეგეტას 2022 წლის CSR პროექტების შედეგები ასეთია: ცოდნა აიმაღლა 100-ამდე სოციალურმა მეწარმემ; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 200-ზე მეტი მოზარდი; 30-ამდე ქალი პროფესიულად გადამზადდა; 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სასურველი საჩუქარი; 200-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები; გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გადამუშავდა ტონობით ნარჩენი ზეთი, საბურავი და აკუმულატორი; დაიზოგა 2800 შეკვრა ქაღალდი და 50 000-ამდე პლასტმასის ბოთლი გადაიგზავნა გადასამუშავებლად.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები