1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

.ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად, ლიბერთის ახალი ფილიალი წნორში (აღმაშენებლის 28) გაიხსნა, სადაც მომხმარებლები სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებენ.

"ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი.

სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით. ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საბანკო პროდუქტების თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას.”- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები