1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები

 

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

შეჯიბრება ორ ნაწილად გაიმართა. პირველ ეტაპზე მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს მონაწილეობა, მეორე ნაწილი კი საქართველოს ჩემპიონების ბრძოლას დაეთმო.

შეჯიბრების პირველ ნაწილში თითოეულ მონაწილეს 2 გავლა ჰქონდა, საიდანაც 8 მრბოლელი შეირჩა. ნახევარფინალში თითო გარბენით 4 ფინალისტი გამოვლინდა. საფინალო გარბენში კი თენგო გოგილაშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც საჩუქრად, ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები ლაშა ბოსტაშვილმა და გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავეს, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.  

ღონისძიების მეორე ნაწილი, Drift Cars Vs. Legend Cars Vs. Rally Cars, საქართველოს ჩემპიონების შეჯიბრებას დაეთმო. ამ ეტაპზე სხვადასხვა დისციპლინიდან საქართველოს ექვსი ჩემპიონი მონაწილეობდა. 3 გუნდი ორ-ორი მრბოლელით დაკომპლექტდა, რომლებმაც ორი ჩათვლითი გარბენი გაიარეს. გაიმარჯვა დათა ქაჯაიასა და გიორგი ბეჟიტაშვილის გუნდმა. მათ ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და საჩუქრად 1 ტონა საწვავი მიიღეს.

გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: „დღევანდელ შეჯიბრებაში გავაერთიანეთ ავტომოყვარულები, ვისაც საქართველოში ეს სპორტი აინტერესებს. მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, მონაწილეობდნენ მოყვარულებიც. ყველას მივეცით საშუალება, დრიფტში საკუთარი უნარები გამოევლინათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი შეჯიბრება გამოვიდა და კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს“.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე DRIFT PARTY 2022 „თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია „გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები