1 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „შხეფი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

საქართველოს ბანკისა და კომპანია „შხეფის“ 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ლიმონათის მწარმოებელი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. ამჟამად კომპანია მომხმარებელს 10-მდე დასახელების არაალკოჰოლურ ლიმონათს სთავაზობს, რისი რეალიზაციაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სამომავლოდ, პარტნიორობის ფარგლებში „შხეფი“ პროდუქციის მიმართულებების დამატებასა და მის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

„შხეფი“ უკვე 7 წელია ოპერირებს ბაზარზე და ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 80,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით წარმატებით განვახორციელეთ გადაიარაღების პროცესი და პარტნიორობის ფარგლებში მივიღეთ შენობის, მოკლევადიანი ხარჯებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო დაფინანსება. ეს ჩვენი კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მდგრადი გახდა წარმოების ციკლი, ვინაიდან გაგვეზარდა ნედლეულის შესაძენად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ წარმოების ხაზი და შეთავაზებული პროდუქციის სახეობები; ასევე, ავითვისოთ საექსპორტო ბაზრები“, - აცხადებს „შხეფის“ დამფუძნებელი, მალხაზ ხარშილაძე.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები