1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უფრო მარტივი, სწრაფი და ციფრული ავტოდაზვევა - თიბისი დაზღვევის აპი

თიბისი დაზღვევის მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რის მისაღწევადაც მარტივ, სწრაფ და ციფრულ დაზღვევას ქმნის და მომხმარებელს გაუთვალისწინებელ ხარჯებს თავიდან არიდებს.

 

ავტოდაზღვევის გასამარტივებლად, თიბისი დაზღვევამ მომხმარებელს ახალი აპი შესთავაზა. თუკი ამ დრომდე მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვეულებს შეეძლოთ აპის სერვისებით სარგებლობა, ახლა უკვე ავტოდაზღვეულებსაც გაუმარტივებათ  სადაზღვევო მომსახურების მიღება.

 

ავტოდაზღვევის დამატება აპში მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ციფრულად ისარგებლოს დაზღვევის მომსახურებით, რაც გულისხმობს:

 

●        ავტომობილის დასურათება ავტოსაგზაო შემთხვევისას და პოლისის გააქტიურებისას;

●        პოლისების განახლება და მართვა;

●        პრემიის გადახდა;

●        უფლებამოსილი მძღოლის დამატება;

●        რეცხვის სერვისის მოთხოვნა.

 

ასევე, თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვეულებს სთავაზობს 24 საათიან ავტომომსახურებას - ავტოასისტანსს - რაც გულისხმობს ადგილზე მისვლით ავტომობილის დაქოქვას, საბურავის გამოცვლას ან დაბერვას, საწვავის შევსებას და ევაკუატორით გადაყვანას. ამ მომსახურების მოთხოვნაც ახალი აპის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

 

ავტოდაზღვევის ინტეგრაციასთან ერთად, თიბისი დაზღვევამ გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის ფუნქციონალიც.

 

ავტოდაზღვევა მოქნილი პროდუქტია, რომელიც ავტომობილის ძარის დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეულ ხარჯებს ფარავს. ავტომობილის დაზღვევით თავიდან ირიდებ გაუთვალისწინებელი შემთხვევებით მიღებულ ხარჯებს. სადაზღვევო ნაკრები კი შენი საჭიროებიდან გამომდინარე შეგიძლია შეარჩიო.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/Auto-app

კომენტარები

მსგავსი სიახლეები