1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ სტუმრებს 15 დეკემბრიდან უმასპინძლებს

„გუდაური ლოჯი“ თბილისიდან 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს.

პროექტი თიბისის მხარდაჭერით, 2019 წლის ბოლოს განხორციელდა.

გამორჩეული დიზაინის მქონე

 ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი

 ხარისხის ტექნიკურ მომსახურებასა და უახლესი სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის საშუალებას აძლევს.

„გუდაური ლოჯის“ რესტორანი სტუმრებს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს.

 რესტორნის ტერასიდან კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება.

ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და ხემსის მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა

 (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და კონცეპტუალური მაღაზია მოემსახურება.

მთიდან დაბრუნებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც მასაჟის ოთახებით, ღია და დახურული აუზით, ასევე, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით ისარგებლებენ.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის

 ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სასტუმროების დაფინანსების

 მიმართულებით, 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები