1 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ამასთან, მათ დამსწრეებს მომავლის პროფესიების დაუფლებისათვის სასარგებლო რჩევებიც გაუზიარეს.

 

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა სპიკერებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. ღონისძიების დასასრულს კი,  შეხვედრაზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად ინტერაქციული ქვიზი ჩატარდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დასაქმების და განათლების ხელშეწყობაა. უკვე ორი წელია, სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ვცდილობთ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია მომავლის პროფესიების და მათი დაუფლების შესახებ, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზება და კარიერული განვითარება. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ტექნოლოგიური პროფესიების მქონე, რეალიზებულ, წარმატებულ ადამიანებს და მათგან მიეღოთ სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მიზნისკენ და შექმნან საკუთარი წარმატებული კარიერა ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დავანახოთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამოყენების გზები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, Fennec Tech Studio ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე მიძღვნილი  პლატფორმაა, რომელიც მაყურებელს YouTube არხის საშუალებით კარიერული განვითარებისა და ტექნოლოგიების შესახებ ვიდეოებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სთავაზობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები