1 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში Polaris-ის შოურუმი გაიხსნა

 

ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის შოურუმი საქართველოში გაიხსნა. მისი ოფიციალური დისტრიბუტორი „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლსია“.

შოურუმის გახსნის ცერემონიას ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ახლადგახსნილ შოურუმში ოფ-როუდ ბრენდის უახლესი მოდელები -  RZR 1000; Sportsman 750; Polaris general xp 1000-ია წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიების ფარგლებში  მოეწყო ოფ-როუდ ტურიც და სტუმრებმა Polaris-ის ტექნიკა ქართულ რელიეფზე გამოსცადეს.  

ამერიკული ბრენდის გამორჩეული მოდელები ქართველი მომხმარებლისთვის ივლისიდან ხელმისაწვდომია. თავგადასავლების მოყვარულებს „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლს“-ი შესაძლებლობას აძლევს ტესტ-დრაივითაც ისარგებლონ.

„თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლს“ Polaris-ის ერთადერთი დისტრიბუტორია. Polaris-ი ეს არის ბრენდი 67-წლიანი გამოცდილებით და მილიონობით ადამიანისთვის დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება. ის სრულიად სცდება საზღვრებს და ქმნის თავგადასავლებით სავსე გზას, - ამ კონცეფციით შეიქმნა წლების წინ Polaris-ი. ახლა ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია ეს ემოცია საკუთარ თავზე გამოსცადოს. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეს ბრენდი დიდი პოპულარობით ისარგებლეს, არა მხოლოდ საცალო მომხმარებლისთვის, არამედ კომერციული და აგრარული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პოლარისი იქნება თქვენი ახალი თავგადასავლების თანამგზავრი“, - გიორგი კობახიძე, „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლს“-ის დირექტორი.

დაარსების დღიდან Polaris-ი ქმნის ინოვაციურ, ხარისხიან და უსაფრთხო ტრანსპორტს ოფ-როუდ ავტომობილების, კვადროების, თოვლმავლების, სამხედრო თუ  საფერმერო ტექნიკის მიმართულებით. ახალი მოდელების გარდა, "თეგეტა ოფ როუდ ვიიქლს“ მომხმარებელს Polaris-ის სერვისსაც სთავაზობს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები