1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ოქროს პრიზიორია

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 81-კილომდე წონით კატეგორიის მსოფლიო ლიდერი და ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია. 

 

24-26 სექტემბერს,ხორვატიის დედაქალაქში IJF-ის კალენდრის მორიგი ტურნირი - ზაგრების გრან პრი გაიმართა.

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიადის შემდგომი ორთვიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო სეზონი პრესტიჟული ტურნირით განაახლა და მასზე უკვე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ზაგრებში დაწყებულ გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილმა დღე საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. ტატო გრიგალაშვილმა ოქროს გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.

 

ზაგრების გრან პრიზე იყვნენ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები, ამავდროულად საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი იყო. რათქმაუნდა, ყოველი შეჯიბრის წინ მაქვს მოლოდინი რომ გავხდები ჩემპიონი, ასეთივე მოლოდინი მქონდა ამ  ტურნირის წინ. ჩემი წარმატებისთვის და მოტივაციისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო  გრან პრის ოქროს პრიზიორობა ”- განაცხადა ტატომ.

 

 

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი 

სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი 

პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ

ტურნირებში.


‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც 

გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები