1 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეღავათიან ფასად ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს -

ახალი სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების პაკეტით სარგებლობა გრძელდება


მაგთიკომი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახალი სასწავლო წლიდან აგრძელებს სოციალურ პროექტს, რაც გულისხმობს ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ფასად - 10 ლარად შეთავაზებას.

პროექტის მიზანია, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტკავშირით.
პაკეტით სარგებლობისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრიროთ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც გსურთ, გაიაქტიუროთ აღნიშნული პაკეტი.
ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

„დისტანციური სწავლების პაკეტის" შეძენა ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი მაგთის მობილური აპლიკაციიდან - MyMagti ან კოდით *172# OK. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით.

„მაგთიკომისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. „მაგთი განათლებისთვის" - ასე ჰქვია მიმართულებას, რომელიც უამრავ ისეთ პროექტს აერთიანებს, რომელიც ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას და მოტივირებას ისახავს მიზნად.
„მოხარულები ვართ, რომ „დისტანციური სწავლების პაკეტის" შეთავაზება გაგრძელდა და საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კვლავაც მივცემთ საშუალებას მიიღონ მაგთის მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტი შეღავათიანი ტარიფით", - აცხადებენ მაგთიკომში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები