1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’-ს მონაწილეთათვის საზაფხულო ბანაკი გაიმართა

 

აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის” და პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ ფარგლებში საზაფხულო ფაზამ თერჯოლაში გადაინაცვლა, სადაც 6 დღის განმავლობაში 9 სპორტული ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატებში მონაწილეობა  საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა საშვიდობო მისიაში და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა მიიღეს.

 

მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას, ნარდის, დომინოსა და ჯოკერის ტურნირებში მოსინჯეს.  სხვადასხვა თაობის ვეტერანები და დაჭრილი ჯარისკაცები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს და ძალებს არ ზოგავდნენ საუკეთესო შედეგის დასადებად.  შეჯიბრებების მონაწილეებმა გამარჯვებები მოიპოვეს, როგორც გუნდურ, ასე ინდივიდუალურ დისციპლინებში. პროექტის მხარდამჭერების აჭარაბეთის, სოკარის, ტოიოტა კავკასიისა და ზედაზენის მიერ დაწესებული სოლიდური ფულადი ფონდი და ფასიანი პრიზები  31 გამარჯვებულზე გადანაწილდა.

“აჭარაბეთმა” შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, რომლის მიზანიცაა, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. სწორედ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოხდა ჩართულობა პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მსგავსი პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები