სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.
მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:
250 მეხანძრე-მაშველი;
50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;
დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;
ქრობის ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი;
ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;
მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები. ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა “MTLB” (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.
ხვალ დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.
ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეოსააგენტოს თანამშრომლები.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები