1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩიეს

ჩამოტვირთვა

ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ კანდიდატებზე, რომლებიც ორგანიზაციაში მთავარ პოსტებს დაიკავებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობზე პირველად დასახელდა ქალი - გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი. დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი შეცვლის, საგარეო სამსახურის ხელმძღვანელობას კი, ესპანელი ხოსეფ ბორელი ჩაიბარებს.

მაღალ თანამდებობას დაიკავებს კიდევ ერთი ქალი - კრისტინ ლაგარდი, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტზე წარადგინეს.

ევროკავშირის ახალი ლიდერები ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები