1 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზარელი ტრაგედია: არასრულწლოვანმა წყვილმა ჯერ პოლიციის მანქანას ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა

   საშინელი ტრაგედია დატრიალდა მოსკოვში. ორმა არასრულწლოვანმა ჯერ პოლიციის მანქანას ესროლა და შემდეგ კი თავი მოიკლა.    როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი წყვილი სამი დღის განმავლობაში ძებნაში იყო და სწორედ მაშინ, როცა პოლიციამ მათ ადგილ-სამყოფელს მიაგნო, ბიჭმა სანადირო თოფით ჯერ პოლიციის მანქანას ესროლა, მერე მისი მეგობარი,არასრულწლოვანი გოგონა მოკლა და ბოლოს თვითონ მოიკლა თავი. გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, რომ  ორივე მათგანს სოციალურ ქსელში ერთნაირი სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული, კერძოდ ისინი წერდნენ , რომ მათი გაქცევის და დამალვის მიზეზი მშობლები იყვნენ, ვინაიდან  ყველაფერს უკრძალავდნენ.  ასევე წერდნენ , რომ მათ ყველა ძალიან უყვარდათ და ურჩევდნენ , რომ ეცხოვრათ საკუთარი სიამოვნებისთვის და უარი არაფერზე, არავის გამო არ ეთქვათ..   
 ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, ვინაიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მათთან ერთად ოთახში მესამე არასრულწლოვანიც იმყოფებოდა, სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები