1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურჯაანის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ – გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გააცნო. გურჯაანის მერის, ზურა უტიაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების რისკს შეამცირებს.

“ვალდებული ვართ, პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებისათვის განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი. თუ ბავშვს ოჯახში ერთი აუცრელი წევრი მაინც ეყოლება, მას ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესში ვერ ჩავრთავთ. რასაკვირველია, შეიძლება აცრილებიც დაინფიცირდნენ, მაგრამ მძიმე შემთხვევების, გარდაცვალების რისკები ხომ მცირდება. ბავშვებს ოჯახებში ხანდაზმულები ხომ ჰყავთ, ყველაზე მეტად მათ ვუფრთხილდებით. გვქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებაც”- განაცხადა უტიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები