2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - 20 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 13 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ინციდენტი ქალაქ მარმარისში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, მოსახვევში ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაბრუნდა.

ტრასა, რომელზეც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გადაკეტილია.

მედიის ცნობით, ავტობუსს მგზავრები ქალაქ იზმირიდან მარმარისში გადაჰყავდა.

პროვინციის გუბერნატორის მუგლა ამირ ჩიჩეკის განცხადებით, ავტობუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები