2 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამ ადამიანებს ვურჩევ, არათემატურ გადაცემებში სიარულისგან ან ინტერვიუებისგან თავი შეიკავონ”

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო მეგობრებო და ნაცნობებო! და პოლიტიკოსებო!

მესმის, კარგად მესმის, რომ ამ პროფესიას გარდაუვლად აქვს შოუს ელემენტების აუცილებლობა ყველაზე დრამატული მოვლენებისასაც კი, მაგრამ ეს ამბავი მთლად "რეალითი-შოუ” არ არის. არც პაატა იმნაძის ან სხვების საქმეა, ყოველ მეორე პოლიტიკოსზე ან თუნდაც სასულიერო პირის განცხადებაზე კომენტარის კეთება, მაშინ როდესაც პიკი ახლოვდება და ექიმების საქმე ზეადამიანურ შრომას მოითხოვს. ჰკითხეთ იგივე თემაზე იმავე სასულიერო პირებს, სხვა პილიტიკოსებს და ხელისუფლებას, რომელმაც უნდა აღასრულოს. მთელი ტვირთის გადატანა აქ და ახლა ამ ექიმებზე, ვერ არის ეთიკური საქმე. მათ თქვეს – აუცილებელია დისტანცირება. ყველგან. ამის მერე ისევ მათთან კითხვას, ჯობს თქვენი მიკროფონები სხვაგან მიიშვიროთ – მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ექიმებს ამ თემებზე, ამ ვითარებაში არ ეკითხებიან. შეიძლება, პაატა იმნაძეს ან რომელიმე მათგანს რამე შეეშალოს? რა თქმა უნდა! შეიძლება მე მისგან განსხვავებული აზრი მქონდეს (გამოვხატე კიდეც) რომელიმე საკითხზე? ცხადია! ბუნებრივია, რომ კრიტიკაც შეიძლება, მაგრამ ამ წუთას, სრული ფოკუსის ამ ადამიანებზე ამ კუთხით გადატანა, მერე დელტებად დაყოფა, დისკუსიების გაშლა და ლამის კორონავირუსის დავიწყება, ვერ არის სამაგალითო საქმე. არც ადამიანების სუპერგმირებად ქცევა არის სწორი ამბავი – წამოიკრავს მერე ფეხს ან გამოუგონებ ფეხის წამოკვრას და ფაფუ! ანტიგმირია. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანს მოთხოვო და თუ მოთხოვ, ყველაფერზე შენთვის სასურველ პასუხს ელოდე. მე ამ მნიშვნელოვან ადამიანებსაც ვურჩევ, არათემატურ გადაცემებში სიარულისგან ან ინტერვიუებისგან ახლა თავის შეიკავონ.

და საერთოდაც, ამწამს ამის დრო რომ გვაქვს, პირველი გამოვლენიდან ერთი თვის თავზე, სწორედ მათ მიერ გატარებული სწორი პრევენციის შედეგია – ღმერთმა არ ქნას, აქ ახლა ან იტალია ან ესპანეთი იყოს.
ჩემი უპირობო მხარდაჭერა ექიმებს ურთულეს ბრძოლაში!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები