1 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

“ენმ”- გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციაზე თავდასხმებს ეხმაურება.

ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებას და სამართალდამცავებს მოუწოდებს, ობიექტურად გამოიძიოს ყველა ფაქტი და უზრუნვალყოს მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია:

“ჩვენ, ბოლკში შემავალი პარტიები ვეხმიანებით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციური პარტიებისა და მათი აქტივისტემის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” და მის მართულ ძალოვან უწყებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, აწარმოონ ობიექტური გამოძიება და უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის მშვიდობიანი წარმართვის შესაძლებლობა.

“ამ წუთებში მიდმინარეობს სასამართლო პროცესი დაზარალებულების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებამ ბრალდებულ პირებად წარმოუჩინა საზოგადოდებას.

ორი კვირაა შეუჩერებლად მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალსიტების დევნა, ცემა.

წინა კვირა გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და შედეგი არის ის, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებიდან არც ერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისმგებლობაში მიცემული- ამბობს თამარ კორძაია

გარდა ორგანიაზაცია 2020 ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის და ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის საქმეებისა, რეაგირება არ ხდება:

1. დმანისში ქართული ოცნების ოლქის წევრისა და მისი თანმხლები პირების მიერ საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე
2. წალკაში ბლოკის აქტივისტის ცემის ფაქტი;
3. ბოლნისში, ჩაიხანაში მომხდარი ფაქტი, სადაც დაზარალებული არის იუსუფოვი, ბრალდებულადაა წარმოდგენილი;
4. 27 სექტემბერს ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასახმელად გაჩერებული, ჩვენი მხარდამჭერი, ომის ვეტერანის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, რომლის დროსაც ქვების სროლის შედეგად დაზიანდა მისი ქონება, ქუთვნილი მანქანა და ასევე მასაც მოხვდა ქვა. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებული თავდამსხმელის კუთვნილი მაქნანა, მისი არა თუ დაკავება, არამედ იდენტიფიცირებაც არ მომხდარა ხელისუფლების მხრიდან;
5. სამწუხაროდ, არსებული რეალობის გამო უკვე “წვრილმან” დევნად ფასდება კანდიდატების ბანერების დაზიანება, კერძო საკუთრებიდან წაღება. რაც დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს ჩვენი ბლოკის მაჟორიტარ კანდიდატებს. – ნათქავამია გავრცელებულ განცხადებაში

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები