2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

„დროთა განმავლობაში ორივე ფეხი ძალიან დამისუსტა და ახლა დამოუკიდებლად გადაადგილება საერთოდ აღარ შემიძლია...“

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში ამ პათოლოგიით დაახლოებით, 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და, ამიტომაც, გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. არაოფიციალური სტატისტიკით კი, საქართველოში გაფანტული სკლეროზი დაახლოებით 1100 პაციენტს აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის გამოწვევა წარმოადგენს. დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ,უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის.

ჩვენი სტუმარია პაციენტი, გიორგი ჩიქვანაია, რომელიც დღეს დაავადებამ ეტლს მიაჯაჭვა, ამის მიხედავად საკამოდ აქტიურია, გადაადგილების პრობლემის მიუხედავად მნიშვნელოვანი ღონისძებებისა თუ ფესტივალების ეპიცენტრშია. სულ ახლახანს, ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტსაც დაესწრო და შეკვეთილიდან საკმაოდ, კმაყოფილი და ემოციებით დატვირთული დაბრუნდა. ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი, ცხოვრებს აქტიური დღის რეჟიმით, უყვარსშეხვედრები, თავყრილობები და ცდილობს ის რაც მას ეხება და მისი გასაკეთებელია თავად შეასრულოს.

თუმცა ჩვენი საუბარი დაავადების თემით დაიწყო.

-გიორგი, დაახლოებით რა ასაკში აღმოაჩინეთ,რომ გაფანტული სკლეროზი გქონდათ?

-ყოველთვის სპორტული ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. დავდიოდი კალათბურთზე და ძალაინ რთული იყო იმის დაჯერება, რომ გაფანტული სკლეროზი მქონდა. მაშინ დაახლოებით, 20 წლის ვიყავი. მარჯვენა ფეხში ძალიან ძლიერ სიმძიმეს ვგრძნობდი. ძალიან მიჭირდა თამაშის დროს სირბილი. დროთა განმავლობაში ორივე ფეხი ძალიან დამისუსტა და ახლა დამოუკიდებლად გადაადგილება საერთოდ აღარ შემიძლია.

-ცხოვრების განმავლობაში რა სახის პრობლემებს აწყდებით?

-ჩვენს დაავადებაში, რადგან ფიგურერებს სიტყვა „სკლეროზი“ საზოგადოებას ძალიან არასწორად ესმის ამ დაავადების მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას,რომ ინფორმაციის დეფიციტია. რამდენიმე ექიმმაც კი არ იცოდა „გაფანტული სკლეროზის“ არსებობის, სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ. 2009 წელს ჩამოვაყალიბე „გაფანტული სკლეროზის საქართველოს ორგანიზაცია“. მინდოდა გამეგო,რამდენ ადამიანს აქვს „გაფანტული სკლეროზი“ და აღმოვაჩინე,რომ ამ დაავადების მატარებელი ადამიანების გარკვეული ნაწილი საერთოდ მალავს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვთ. ეს ისევ სოციუმიდან გამომდინარეობს, რადგან მათ ეუხერხულებათ ამის აღიარება. ჰგონიათ, რომ ადამიანები მათთან ურთიერთობას აღარ მოისურვებენ. ეს კი,ძალიან არასწორი მიდგომაა.

-რა არის თქვენი ცხოვრების დღის რეჟიმი?

-მყავს ოჯახი, მეუღლე და შვილები. 2009 წლამდე ჯოხით,დამოუკიდებლად დავდიოდი,თუმცა იძულებული გავხდი,რომ ეტლით დამეწყო სარგებლობა. ახლა,დამოუკიდებლად ეტლის დახმარებით ვსეირნობ ვაკის პარკში,დავდივარ სხვადასხვა შეხვედრებზე. ასევე მელომანი ვარ და ხშირად ვესწრები ჩემთვის სასურველ კონცერტებს.

-რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის მკურნალობა?


-პრეპარატები საკმაოდ ძვირადღირებულია. დღეს, ვმკურნალობ ისეთი წამლებით, რომელმაც დაავადების გამწვავებას ხელი უნდა შეუშალოს და მდგომაორება დაასტაბილუროს. ეს ის დაავდებაა, რომელიც ბოლომდე შეიძლება ვერც კი განიკურნოს.მთავარია,რომ პროცესი შეაჩერო. მისგან დაზღვეული არავინ არაა. მსოფლიოში, ამ დიაგნოზით მილიონი ადამიანია დაავადებული,მაგრამ ერთი და იგივე სიმპტომი და შედეგი არავის არ აქვს. სახელმწიფოს ვთხოვ, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ გაფანტული სკლეროზის დაავადებულების მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები