2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტალინის ძეგლი თუ არ გჭირდებათ, მოგვეცით ჩვენ! - გრიშა ონიანი ხინჩეგაშვილს

საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი გრიშა ონიანი გორის ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი მერია სტალინის ძეგლს კომუნისტებს გადასცემს, თავად მიხედავენ. ამის შესახებ ონიანი qartli.ge-ს რედაქციას დაუკავშირდა და პოზიციის გავრცელება სთხოვა.

გრიშა ონიანს შეატყობინეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გორში უნდა მოხდეს სტალინის ჩანაცვლება:

"მე მითხრეს, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სურს სტალინის ჩანაცვლება. თითქოს ამაში მათ ეხმარება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მე დავუკავშირდი გორის ხელმძღვანელობას და მითხრეს, რომ ლადო მართლაც შეხვედრია მათ, მაგრამ იქ სულ სხვა მიმართულებით ყოფილა საუბარი. მე მაინც მინდა განვაცხადო, რომ თუ არ სურთ სტალინის ძეგლი, მოგვცენ ჩვენ და ჩვენ თვითონ მივხედავთ" - აცხადებს გრიშა ონიანი.

სტალინელები ითხოვენ, რომ სტალინის ძეგლი, რომელიც გორის ცენტრში 2010 წლამდე იდგა, გადასცენ სტალინელებს. თუ სად მოხდება მისი დადგმა, ეს მერე გაირკვევაო. სტალინის ძეგლი ამჟამად ბერბუკში, ერთ მიტოვებულ შენობაშია მოთავსებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები