პოლიტიკა
თბილისში კორონავირუსის გავრცელების გამო 27 ბაღია დახურული
2022-01-24 18:34:07
კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში 27 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სააღმზრდელო პროცესი ასევე შეჩერებულია 67 ბაღის 112 ჯგუფში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებული აქვს საბავშვო ბაღების 125 თანამშრომელს და 54 აღსაზრდელს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 550 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 31 ადამიანი.
კომენტარები