2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეიდან იწყება შიმშილობის მასობრივი აქცია. ამის შესახებ მან რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

„დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, არ შეეგუებიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობას.

მისი თქმით, შიმშილობის აქცია მოეწყობა კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისთან.

ნიკა მელიას განმარტებით, ეს ლოკაცია იმიტომ შეირჩა, რომ ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო ღონისძიებების დროს ბავშვებმა „ეს მიზანსცენა არ ნახონ“ და ასევე მისი თქმით, არ სურს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შერიგების პროცესის წარმოებაში ხელი შეეშალოს.

ნიკა მელიას განცხადებით, ენმ-ის ოფისთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ეწყობა და პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე არ შეწყდება.

„ეს შიმშილობის მასობრივი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები