1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ათონის მთაზე კორონავირუსის რამდენიმე ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, მომლოცველების სტუმრობა აიკრძალა

ათონის მთაზე მომლოცველებისა და მორწმუნეებისათვის სტუმრობა აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვა 20 აპრილამდე მოქმედებს. „გადაწყვეტილება არ ეხებათ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ეწევიან ღვთისმსახურებას, აგრეთვე შეზღუდვა ეხსნებათ იმ მუშებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე არიან დასაქმებულნი.

ამის შესახებ ინფორმაციას მართლმადიდებლური ინტერნეტ საიტი, ORTHODOXTIMES-ი წერს ათონის მთის მონასტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ ათონის მონასტერი მლოცველთათვის 20 მარტს დაიხურა, მას შემდეგ რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორონავირუსის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები