1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Mastercard წარმოგიდგენთ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 2024 წლის შემოდგომის სეზონს

თიბისი კონცეპტი და Mastercard-ი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემოდგომის სეზონის 2024 წლის ოფიციალური მხარდაჭერები არიან. ამ პარტნიორობის გარფლებში, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ.

 

შემოდგომის სეზონის განმავლობაში,  თეატრში არსებული მე-8 რიგის ბილეთების შეძენას, მთელი სეზონის განმავლობაში, ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისის კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები შეძლებენ.

სრული სეზონის ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

 

სექტემბრის თვის პროგრამა:

 

ვკვდები როგორც ქვეყანა - 26 სექტემბერი

 

რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა" სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება.

 

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

 

 

 

პეტრა ფონ კანტის მწვანე ცრემლები - 27 სექტემბერი

 

რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.

 

მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.

 

 

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

 

მედეა - 28 სექტემბერი

 

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც  ეს კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო.

ვინ იყო მედეა?  ტრაგიკული ქალი? თუ სამშობლოს მოღალატე? … კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა…

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახალი თეატრის დასი შეეცდება ქორეოდრამაში „მედეა“.

 

 

რეჟისორი: კოტე ფურცელაძე

 

 

 

ალუბლის ბაღი - 29 სექტემბერი

 

ალუბლის ბაღი - კომედიაა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, რომლებსაც თითქოს გზა-კვალი აებნათ სწორ საქციელებსა და ისეთ ქცევას შორის, ყოვლად საზიანო და დაუშვებელიც რომ არის... ამბავია ადამიანებზე, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ მოვალეობებზე და ალბათ ამიტომ ვერც ერთი ვერ შეასრულეს…

 

დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი: ანდრო ენუქიძე

 

 

 

თიბისი კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ხელი შეუწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კულტურული ღონისძიებების აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები