თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
დღეს, ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა. მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ.
განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი გახდება, ლიბერთის სოციალურ ბარათთან ერთად საჩუქრად ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული 3 სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.
"დღეს, ევექსის ქსელს კიდევ ერთი ახალი პოლიკლინიკა შეემატა საბურთალოს რაიონში და პარალელურად, ლიბერთისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. რომლის ფარგლებშიც, ახლად დარეგისტრირებული ასაკით პენსიონერები, სულ მალე ევექსისგან საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის კოლაბორაციით ვაგრძელებთ პროექტს და სოციალური ბარათით მოსარგებლე ადამიანები ევექსის ქსელში შეძლებენ ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობას“- გიორგი გორდაძე, ევექსის დირექტორი.
„ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებში, ვაგრძელებთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ევექსი კლინიკებთან, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ. ერთობლივი სოციალური პროექტი 2020 წელს დავიწყეთ და ათასობით ადამიანს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მივეცით. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, განახლებული მემორანდუმით, ერთობლივად შევძლებთ უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.
პროექტის შესახებ:
ლიბერთისა და ევექსის ერთობლივი პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და ახალ შეთავაზებებს.
პროექტის დასაწყისში, ფასდაკლების პირობებით მხოლოდ სოციალური ბარათის მფლობელები სარგებლობდნენ, რომლებიც სოციალური ბარათით ანგარიშწორების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებდნენ. შემდგომ ეტაპზე, პროექტში ლიბერთის სახელფასე ბარათებით მოსარგებლე პედაგოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ და მათ ევექსმა, გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა.
დღეისათვის, ევექსის ყველა კლინიკაში, ლიბერთისთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო პენსიის ბენეფიციართათვის, კვლავ ძალაში რჩება არსებული ფასდაკლების სქემა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტომატოლოგიურ (ნიუ დენტი) სერვისებზე.
განსაკუთრებული ფასდაკლებები ვრცელდება შემდეგ სამედიცინო სერვისებზე:
·
· - 30% სპეციალისტის კონსულტაციაზე
· - 20% ექოსკოპიურ კვლევებზე
· - 30% ლაბორატორიულ კვლევებზე
· - 50% კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე
· უფასო სტომატოლოგის კონსულტაცია
· - 50% ქირურგიაზე და წმენდაზე
· - 40% იმპლანტაციაზე
· - 30% თერაპიაზე
· - 10%-30% ორთოპედიაზე (პროთეზირება) და ორთოდონტიაზე (ბრეკეტები)
· დეტალები იხილეთ :
https://libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/sotsialuri-baratis-benefitebi/evexi
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები