1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა

სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის" მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, რაც შეეხება "თელასს", მის მიმართ შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოიყენეს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებულ ჯარიმებს გადაიხდიან.

„გარდა დაჯარიმებებისა, კომპანიებს მიეთითებათ, რომ ზედმეტად განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ უახლოესი ერთი თვის ვადაში და მარეგულირებელ კომისიას წარმოუდგინონ ინფორმაცია დაკორექტირების შესახებ. ამის შემდეგ ყველა მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვები და დარიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში. იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებული ჯარიმებით დაჯარიმდებიან",- აღნიშნავს ნარმანია და დასძენს, რომ ზედმეტი თანხა, რომელიც მომხარებელმა ივლისის თვეში გადაიხადა, ზედმეტობაში დაუჯდებათ და მომდევნო თვის ანგარიშსწორებისას მოხდება მათი გაქვითვა.

ცნობისთვის, დღესვე სემეკმა კიდევ ერთი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 75 000 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხებ "თელასს" და "თელმიკოს", სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა დ გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.

როგორც სემეკში აღნიშნავენ, 2019 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, 2020 წლის 21 აპრილის საქართველოს მთავრობის N246 დადგენილების „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ და არაერთი ნორმატიული აქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზარზე მიმდინარე, დაგეგმილ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ბაზრის ყველა სუბიექტი. რეფორმის ფარგლებში საქმიანობის გაყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სს „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების შესაბამისად დაეკისრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...