2 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს 20 ადამიანი დაემატა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაპჭოს 20 ადამიანი დაემატა. ამის შესახებ განცხადება, პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა:

ჩვენ ვთვლით, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან დაპირისპირებაში თითოეული ჩვენი თანამებრძოლისა და საქართველოს პატრიოტის მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელთაც საერთო ფასეულობები და იდეალები აერთიანებთ, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტითაა გათვალისწინებული.

როგორც ერთობის დოკუმენტშია აღნიშნული, პარტია ღიაა ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესისთვის, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე სხვა მმართველობითი ორგანოების დონეზე, მეტ პასუხისმგებლობას გადაინაწილებენ.

ბოლო კვირებში, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, პარტიის მიერ რამდენიმე ათეულ ადამიანთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად პოლიტიკური საბჭოს გაფართოების საკითხი გადაწყდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები არიან:

ეკა წამალაშვილი; გია ჭანტურია; ნიკოლოზ ვაჩეიშვილი; გიგი კუბლაშვილი; სევდია უგრეხელიძე; ნიკა ჭურაძე; მაია ჯავახიშვილი; მერაბ ჯანელიძე; ალექსანდრე კრევო-ასათიანი; ვანო პეტრიაშვილი; ნატალია მჭედლიშვილი; ბესო ქათამაძე; მამუკა ყურაშვილი; იგორ ნარმანია; ალიკა კუპრავა; ლევან ფერაძე; ბაკურ მგელაძე; თემურ ცამციშვილი; ნიკა ობოლაძე; ირაკლი გიორგობიანი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტის სულისკვეთებითა და შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული ერთობის დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ძველი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი წევრისთვის ახალი პოლიტსაბჭოს კარი ღიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები