1 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაცია ფონიჭალასა და გურჯაანში - ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი

      "შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი: 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიზადილ გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.                                                                                           სამართალდამცველებმა სურამი მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, არაზ ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 3,2181 გრ ჰეროინი, ელმადინ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 22 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ნიზადილ გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 23 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, რუსლან ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 3,9872 გრ ჰეროინი და 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.სულ ამოღებულია, დაახლოებით, 13 გრამი ჰეროინი.გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი.გამოძიება სურამი მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რუსლან ი.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, არაზ ა.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ნიზადილ გ.-ს მიმართ 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, ელმადინ მ.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.             აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები