2 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახმეტაში ლუდის სმა მკვლელობით დასრულდა (ვიდეოკადრები)

ჩამოტვირთვა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტაში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1972 წელს დაბადებულ პაატა მ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 1974 წელს დაბადებული გივი ხ. კი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ახმეტაში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები