1 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი კოპიტნართან დააკავეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი კოპიტნარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრებას ცდილობდა.

 

ახალგაზრდა კაცი, ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 20 წლამდე პატიმრობას ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები