თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა შემოწმდეს, აკუმულატორია, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. ამიტომ, როგორც კი ტემპერატურა აიწევს, მძღოლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, იზრუნონ მის ჩანაცვლებაზე.
26 აპრილის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ფილიალებში უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მომხმარებელი VARTA-სა და EXIDE-ის აკუმულატორების შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებს, ხოლო ENERGIZER-ის აკუმულატორებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომლებიც აკუმულატორების წარმოებაშია მიღებული.
რაც შეეხება EXIDE-ს, ეს არის ამერიკული ბრენდი. მისი აკუმულატორები, VARTA-ს მსგავსად, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, გამძლეობითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით. EXIDE-ის პროდუქცია განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.
ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორები ასევე გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით და აქვს ასევე კოროზიისგან დაცვის ძლიერი მექანიზმი. ამ ბრენდის პროდუქცია დამზადებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს.
სამივე ბრენდი აკუმულატორებს აწარმოებს მოწინავე AGM და EFB ტექნოლოგიებით. AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას.
აკუმულატორის შერჩევისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც განსაზღვრულია, რა ზომისა და ამპერაჟის აკუმულატორი შეესაბამება ავტომობილს. თუ მყიდველი იმაზე მაღალი ან დაბალი ამპერაჟის აკუმულატორის შეძენას გადაწყვეტს, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის განსაზღვრული, ამან შესაძლოა, ავტომობილის სხვა დეტალების დაზიანება გამოიწვიოს.
„თეგეტა მოტორსში“ VARTA-ს, EXIDE-სა და ENERGIZER-ის აკუმულატორების დიდი არჩევანია და შესაძლებელია ნებისმიერ ავტომობილზე მორგებული აკუმულატორის შერჩევა, რაშიც მომხმარებელს „თეგეტას“ გამოცდილი სპეციალისტები დაეხმარებიან.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
კომენტარები