1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდა დააჯილდოვა

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერმა, წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდას გამოსავლენად ახალი ნომინაცია „Young Creative“ წარადგინა. ნომინაციის გამარჯვებული ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლაშა დ. კოტორი გახდა.

გამარჯვებული სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ახალი თაობის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გვინდოდა, წვლილი შეგვეტანა კრეატივის სფეროში მათ აღმოჩენასა და წახალისებაში. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ ფესტივალზე ახალი ნომინაცია “Young Creative”. გვჯერა, რომ გამარჯვებულისთვის გამოყოფილი პრიზი მას კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და მომავალში არაერთ წარმატებას მიაღწევს.“ - მარიამ მიქელაშვილი, ბრენდის ლიდერი.

თიბისი ახალი თაობის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს და საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს აუდიტორიას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები