0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარის განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია

 

გასულ კვირას, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. თიბისი კაპიტალის აზრით, მომდევნო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2 აგვისტოს გაიმართება, განაკვეთის შემცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ მაისში, წინა თვეებისაგან განსხვავებით, ლარის სესხების ზრდა პრევალირებდა, დეპოზიტების მხარეს კი, მართალია მატება ასევე ლარში მეტი იყო, თუმცა - ვალუტის კომპონენტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი სისუსტე სწორედ სენტიმენტების ცვლილების შედეგს წარმოდგენდა. მიუხედავად ამისა, მაისში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა შესყიდვები მაინც საკმაოდ მაღალი, - 155 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც თავის მხრივ, კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს.

 

ივნისის დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა ვალუტების ჭრილში, სენტიმენტების უკვე ლარის სასარგებლოდ შემობრუნებას აჩვენებს. თუმცა, საყურადღებოა ლირისა და ნაწილობრივ რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურება, რაც ლარის კურსის თავისი ე.წ. გრძელვადიანი ტენდენციიდან გადახრას შედარებით უფრო თვალსაჩინოს ხდის. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, დაბალი ინფლაციისა და ძირითადი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორების მიმართ, ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამომავლოდ ლარის გაუფასურების მიმართულებით გარკვეული შესწორება, როგორც ჩანს, უფრო მეტად ალბათურია.

 

საგარეო ვაჭრობისა და ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას რომ დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაშია და რაიმე სიახლე არ იკვეთება.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები