1 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უვადო მწვანე სტატუსი წარმოუდგენელია, COVID-19 არ არის წითელა – ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მიცემა წარმოუდგენელია.

მისი თქმით, კორონავირუსი არ არის წითელა, რომელსაც გადაიტან და მისგან მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნები.

“ბატონი ამირან გამყრელიძის მოსაზრება და რეკომენდაცია [მწვანე პასპორტებზე] იყო 6-თვიანი ვადა, ეს არის ის უნივერსალური ვადა, რაც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს პერიოდს – ერთი წელი. საერთოდ წარმოუდგენელია, ილაპარაკო უვადოზე, ეს, მე მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზია, გაუგებრობაა, აუცილებლად ეს შესწორდება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ეს არ არის წითელა. წითელა არის დაავადება, გადაიტანე, მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ, კორონავირუსი შორს არის წითელასგან”,– თქვა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ ჰქონდეთ. ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, ეს წესი გადაიხედოს. პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები