0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მარტში, აპრილში და მაისში იმდენს ვერ ავცრით, რომ მესამე ტალღა აგვარიდოს", - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს იქნება. ეს განცხადება მან რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გაზაფხულის თვეებში ვერ მოხერხდება იმდენი ადამიანის აცრა, რომ მესამე ტალღა აიცილოს ქვეყანამ - მისივე თქმით, აუცილებელია პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა.

„მესამე ტალღის პრევენციისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებლის, დისტანციის მაჩვენებლის [გაზრდა], მეტი სანიტარიზაცია, ჰიგიენის დაცვა და პრევენცია დიდი შეკრებების. ვაქცინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მარტში, აპრილში და მაისში იმდენს ვერ ავცრით, რომ მესამე ტალღა აგვარიდოს. მასობრივი ვაქცინაცია იქნება ივლისის შემდეგ, მაქსიმალურად უნდა ვესაუბროთ ადამიანებს პრევენციული ღონისძიების დაცვაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები